ფესტივალი “არტ-გენი”

Published მაისი 17, 2012 by Ni...

 დარწმუნებული ვარ თითქმის ყველას გსმენიათ ამ ფესტივალის შესახებ, მეტიც ალბათ გიყვართ კიდეც

  მაგრამ მაინც, მათთვის ვინც არ იცის…

მოკლედ ფესტივალი “არტ-გენი”-ს შესახებ

ფესტივალის ძირითადი მიზანია საქართველოს ხალხური და ტრადიციული შემოქმედების პოპულარიზაცია, ამ დარგის უცნობი და ნაცნობი ნიმუშების მოძიება და საზოგადოებისათვის გაცნობა. ასევე ყოველი მოძიებული მასალის დაარქივება და შენახვა მომავალი თაობებისთვის.

http://www.youtube.com/watch?v=QoKxHTP_IKs&feature=player_embedded

 ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კონცერტები და წარმოდგენები საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით. ასევე ტარდება ხალხური რეწვისა და სახვითი ხელოვნების გამოფენა-გაყიდვები. ჩვეულებრივ ფესტივალი იწყება საქართველოს რეგიონებიდან და ტრადიციულად იხურება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

 ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი ,,არტ-გენი” 2004 წელს საორგანიზაციო ჯგუფ ,,არტ-გენი”-ს მიერ დაარსდა. ყოველწლიურად, ზაფხულობით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კონცერტებს მართავენ ფესტივალის დამფუძნებელი ზაზა (ზუმბა) კორინთელი და სხვა შემსრულებლები. ფესტივალის დასკვნით ნაწილს კი თბილისში ეთნოგრაფიული მუზეუმი მასპინძლობს.ფესტივალი თავისთავში აერთიანებს ქართულ ფოლკლორს, ხალხური რეწვის ნიმუშების არტ-ბაზრობებს, თეატრალიზებულ სანახაობებსა და თანამედროვე ქართველ ხელოვანთა შემოქმედებას.

2012 წელს რეგიონალურმა ტურნემ, სტარტი 18 ივნისს, კახეთში აიღო. შემდეგი კონცერტი 23 ივნისს, ქალაქ რუსთავში გაიმართა, 25-სა და 26-ში კი ფოთში. ბოლოს, ფესტივალის დასკვნითმა ეტაპმა 15-დან 24 ივლისამდე თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადმოინაცვლა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში უმასპინძლა ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს  საქართველოს ყველა კუთხიდან, სტუმრებს უცხოეთიდან (ავსტრია, ურაინა, საფრანგეთი, შრი-ლანკა), ჯგუფებს: “33ა”, “ზუმბალენდი”, “ჩვენებურები”, “ფრანი”, “ხიდი”, “რეგიონი”, “დეციში”, “აუთსაიდერი”, თსუ “გორდელა”, სუხიშვილები.

 

 ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის გენერალური სპონსორი: ”ბანკი კონსტანტა” ფესტივალის პარტნიორები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

 “არტ-გენი” – ეს არის ფესტივალი, რომელიც ყველას უქმნის სადღესასწაულო განწყობას, იწვევს ამაღლებულ, განსაკუთრებულ ემოციებს და აღვიძებს საკუთარი ფესვებისადმი პატივისცემას.

 www.artgeni.ge

 ფესტივალი ტარდება ყოველ წელს და ამიტომ აუცილებლად ესტუმრეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ და დატკბით ქართული ხალხური “არტ-გენით”

 http://www.youtube.com/watch?v=yTuweUfqQ_U&feature=player_embedded

 http://www.youtube.com/watch?v=QFMPeFNESZ4&feature=player_embedded

 http://www.youtube.com/watch?v=dQZetI2VML8&feature=player_embedded

http://www.youtube.com/watch?v=RtFi3mJmW54&feature=player_embedded#!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: