რას ნიშნავს ჩემთვის დედობრივი განცდა…

Published მაისი 29, 2012 by Ni...

ძალიან მინდოდა გამეზიარებინა თქვენთვის

 მიყვარს ძალიან ეს ფოტო…

რომ ვუყურებ ისეთ საოცარ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ…

მიმაჩნია, რომ დედობრივი ბედნიერება ყველა მანდილოსანმა უნდა გამოსცადოს. ადრე, როდესაც ქუჩაში ვუყურებდი ორსულ გოგონებს ვგრძნობდი საოცარ სითბოს, მეგონა ამაზე მაგარი მდგომარეობა აღარ არსებობდა. ახლა კი მეც ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფმა და მინდა გაგიმხილოთ, რომ ის რასაც მაშინ განვიცდიდი არაფერია შედარებით დღევანდელ ჩემს განცდებთან. განსაკუთრებულ სიყვარულს მაშინ გრძნობ, როდესაც გრძნობ როგორ მოძრაობს შენი პატარა შენს მუცელში და გიჩნდება სურვილი არ გაჩედეს, სულ იმოძრაოს. არ ვიცი, სიტყვებით წარმოუდგენელია გადმოგცეთ ეს ყოველივე, ეს უნდა თავად გამოსცადო..

დედობა თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თავისი პრობლემებით და ათასი გადასაწყვეტი საკითხით, თუმცა ეს ამად ღირს… შენში ახალი სიცოცხლე არსებობს და მას ძალიან დიდი სიყვარული სჭირდება. დედა – შვილი ერთი სულია ორ სხეულში. შვილი დედის სხეულის ნაწილია. მათ შორის საიდუმლო კავშირია, სწორედ ამიტომ გრძნობს და განიცდის პატარა დედის ხასიათსა და განწყობას. წარმოიდგინეთ თქვენს სხეულში კიდევ ერთი პაწაწინა გული ძგერს, რომელც პირველ რიგში დედის სითბოსა და სიყვარულს საჭიროებს.

ამჟამინდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ ქალი პირველ რიგში დედა უნდა იყოს და შემდეგ წარმატებული, საქმიანი ქალი…

ყველას ბედნიერ დედობას გისურვებთ

Advertisements

2 comments on “რას ნიშნავს ჩემთვის დედობრივი განცდა…

  • უფრო მეტი რომ დაგეწერა მაშინ ემოციებზე და შეგრძნებებზე ძალიან ძალიან კარგი იქნებოდა.

    თუმცა განწყობა ამ პოსტშიც ძალიან კარგად იგრძნობა

  • კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: