გილოცავთ…

Published ივნისი 1, 2012 by Ni...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

ყველა პატარას ვულოცავ ამ დღეს… ვუსურვებ მათ ბედნიერ ბავშვობასადა ლამაზ მომავალს

1 ივნისს, ”მზიურში” ყოველწლიური ”მზის ფესტივალი – ჩვენ ვხედავთ მზეს” გაიმართება.

ფესტივალი წელს უკვე მეშვიდედ ტარდება და მისი მიზანი მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საზოგადოებასთან ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის გასართობი და საბავშო ღონისძიებებია დაგეგმილი.

  •  13:00 საათზე ჭავჭავაზეზე  თოჯინების მსვლელობით გაიხსნება და 16:30 საათზე ”ბომბორას” კონცერტით დასრულდება.
  • გახსნება ზაალ სულაკაურის სამხატვრიოო სტუდიის გამოფენა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნივთები იქნება წარმოდგენილი.
  • 5 საათიდან კი ამფითეატრში გელით ბომბორას კონცერტი…

 ♥ ♥ ♥

  ნინოობა

 წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს -მისი გარდაცვალების დღეს. მარტო საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება. საზეიმო წირვები ამ დღეს ქვეყნის ყველა სხვა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.

ყველა ნინოს ვულოცავ ნინოობას, მრავალს დაესწარით..

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: