მუდამ ლამაზები, მოვლილები და ჯანმრთელები

Published ოქტომბერი 8, 2013 by Ni...

tumblr_lu7haeMix21qha05no1_1280

Marilyn-2

ასე როგორ უვლიან თავს?  როგორ ინარჩუნებენ ახალგაზრდობას? გაოცებული ვკითხულობდი, როდესაც პირველად დავინახე ქუჩაში  მოსეირნე ორი  ქალბატონი. ისეთი ელეგანტურები –  თმები ლამაზად დავარცხნილი, მაკიაჟი, ლამაზ კაბებში და შუბებში გამოწყობილები.  ჩემთვის, რომ გეკითხათ ასე 60 წლისები იქნებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში 90 -85-ზე ნაკლები არცერთი არ აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ ხომ ჩემი გაოცება 😀

Madrid-street

როგორც შემდეგ გავარკვიე, თავის მოვლის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, ძირითადი და მთავარი მათთვის აღმოჩნდა სწორი-ჯანსაღი კვება, ძილი და დასვენება. აქ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.  არ გეგონოთ თითქოს ზარმაცი ხალხია და მთელ თავის ცხოვრებას გართობაში ატარებდნენ, პირიქით მუშაობენ გულმოდგინეთ, მაგრამ სამუშაო საათებში!

პრინციპში განსაკუთრებული საიდუმლოებები არ გააჩნიათ

კვება

Vibrant Produce

ჯანსაღ კვებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებაში. ძირითადად 4-ჯერ მიირთმევენ :

საუზმე:

desayuno-continental

აუცილებლად 1 ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი –  ( C -ვიტამინი იმუნიტეტის ასამაღლებლად)

ფინჯანი რძიანი ყავა კრუასანთნ ერთად

სადილი:

traditionalEnglishRoastBeefDinner

სადილი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია,  რომელიც ძირითადად 2 ან  3  საათზე აქვთ.

მისი შემაგენელი ნაწილი კი აუცილებლად არის პირველი ბოსტნეული, მეორე ხორცი ან თევზი და მესამე დესერტი – ყავა ან იოგურტი ან ხილი.

სამხარზე მსუბუქად და ვახშამზეც მცირე ულუფა..

როგორც ვხედავთ სადილს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს მთავარია. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებენ სადილს. მე მაგალითად ხშირად გადამიტარებია შოკოლადზე, მაგრამ აქ არა. მარტო ერთი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს სახლში სადილი იქ ყოველდღე ახალი კეთდება მცირე რაოდენობით, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი;

რას მიირთმევენ ყველაზე ხშირად?

ბევრი რძე, კვერცხი, ყველი, ძალიან ბევრი ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, ზღვის პროდუქტები და მჭლე ხორცი.

რაც შეეხება დასვენებას და ძილს…

080407160748-large

მინდა ხაზი გავუსვა სამუშაო დღეებში შესვენებას. ყოველ სამუშო დღეს 2 საათიდან 4 -5 საათამდე არის ოფიციალური შესვენება. ამ პერიოდში ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება ისვენებს. ეს ეხება სავაჭრო ობიექტებსაც (ნუ რასაკვირველია, გამონაკლისები ყველგანაა ) ხოლო კვირა დღეს აბსოლიტურად ყველაფერი დაკეტილია  ბარების გარდა.

ორშაბათიდან პარასკევამდე გულმოდგინედ მუშაობენ, პარასკევს საღამოს კი უმრავლესობა (ასაკის შეუზღუდავად) გასართობად გადის ბარში.  ხშირად დაინახავთ სილამაზის სალონიდან გამოსულ  ძვირფას სამოსსა და სამკაულებში გამოპრანჭულ მოხუცებს, რომლებიც დაქალებთან ერთად ბარში მიდიან ბანქოს სათამაშოდ ან უბრალოდ ყავის დასალევად და საჭორაოდ 🙂 დროს მხიარულად და ლაღად ატარებენ…

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თავის მოვლის ის უამრავი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც მსოფლიოში არსებობს და მათ აუცილებლად იყენებენ ჩვენი ქალბატონები. მაკიაჟის გარეშე გარეთ გასულ მანდილოსანს აქ ძალიან იშვიათად შეხვდებით 🙂

ამრიგად, დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების წესად და ვიცხოვროდ დიდხანს

ამ პოსტის დაწერა ანოს ბლოგზე წაკითხული პოსტიდან გამომდინარე გადავწყვიტე მადლობა მას!

Advertisements

2 comments on “მუდამ ლამაზები, მოვლილები და ჯანმრთელები

  • ნი ძალიან საინტერესო პოსტია! როგორ ვისიამოვნე.:) შარშან ესპანეთში ვიყავი და აღფრთოვანებული ვიყავით ყველაფრით, საკვებით, ხალხის განწყობით, ჩაცმულობით, მართლაც და ყველა კოხტა იყო და თავისებურად გემოვნებიანები. საინტერესო ხალხი მოძრაობდა მადრიდში:)
    ამერიკის მერე ყველა ისეთი გამხდარი და ფორმაში მეჩვენება. მაგრამ ისე კი შევნიშნე ღამე ხალხი მიირთმევდა საჭმელს, შეიძლება ტურისტები იყვნენ:) ძირითადად გრძელი ფორმის კრეკერები და ლორი გახლდათ:)

    • ნამდვილად, ამათ ვახშამი 9 ან 10 საათზე აქვთ :)) მეც გამიკვირდა, მაგრამ შეიძლება ეს იყოს ერთი კვერცხი – ტორტიია Fრანცესა ჰქვია (შემწვარი კვერცხია ოღონდ ერთი მხრიდან ცოტა რომ შეიწვება გვერდებს უკეცავ და აი როგორც ბლინია გადახვეული ეგეთი ფორმის, ოღონდ შიგნით ცოტა უმი რჩება) ეს კვერცხი და ხამონი 🙂 შენ რომ ლორი გეგონა 😛
      თუ ეს არა მაშინ იოგურტი, მაწონი, კრეკერები ასეთი მსუბუქი რაღაცეები, პური იშვიათად.
      სიგამხდრეს რაც შეეხება, მსუქანი ისევ შეიძლება შეგხვდეს სკოლის მოსწავლე ან ჯანმრთელობის რამე პრობლემა თუ აქვს იმ შემთხვევაში. ასე ვთქვათ, ზრდასრული ხალხი მსუქანი ძალიან იშვიათია, უეჭველი ემიგრანტი იქნება :D:D:D:D:

  • კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: