პატარა YERAI-ს ნათლობა

Published მარტი 9, 2014 by Ni...

YERAI სამი თვის პატარა ესპანელი ბიჭია, რომელიც ამ შაბათს კათოლიკური წესით მოინათლა 🙂

Изображение 019

მისი მშობლები ჩემი და პაკოს მეგობრები არიან და ამიტომ ნათლობაში ჩვენც საპატიო სტუმართა სიაში ვიყავით.

Изображение 017

Изображение 018

Изображение 021

Изображение 027

კათოლიკური წესით მონათვლას ადრე არასდროს დავსწრებივარ, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, თქვენთვისაც ასევე იქნება 🙂  თუმცა ერთი რამ ძალიან მაწუხებს : არ ვიცი, ჩემთვის როგორც მართლმადიდებელისთვის შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რადგან ვიცი რომ, შემიძლია ისე შესვლა ტაძარში, მაგრამ მესაზე დასწრების, მოსმენისა და მასში მონაწილეობის მიღების უფლება არ მაქვს… თუ ვინმემ იცით რამე ამის შესახებ ჩემი თხოვნაა მითხრათ…

Изображение 011

მოკლედ განვაგრძოდ… 🙂

ეკლესიაში დაბარებულები 2 ის ნახევარზე ვიყავით. როგორც წესი, მსგავსი ნათლობის, ქორწილისა თუ სხვა სადღესასწაულო აღნიშვნის შესახებ სტუმრებმა მინიმუმ რამდენიმე კვირით ადრე იციან (ეს ფაქტი მე ძალიან მომწონს, რადგან სტუმარს მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს)

ეკლესიაში შესულებს თეთრებში ჩაცმული მამაო დაგვხვდა. მან ბავშვი თავის მშობლებთან ერთად ამბიონზე აიყვანა, ამბიონი ჩვენთან რომ წარმოვიდგინოთ, აქ არ ვიცი რა ქვია ნამდვილად და მშობლებს ჰკითხა რა იყო ნათლობის არსი, საერთოდ ღმერთზე რა იცოდნენ და ა.შ.

მათი პასუხის შემდეგ ყველას მოგვიბრუნდა და დაიწყო ამ კითხვების შესახებ საუბარი. ეს დაახლოებით 15 წუთში დამთავრდა და ყველამ გადავინაცვლეთ უშუალოდ ნათლობის ადგილთან, სადაც სანთელი აანთო, მამაო ჩვენო წაიკითხა და ბავშვს თავზე ცოტა წყალი გადაასხა .

დამთავრდა ? ისე გაოცებული ვუყურებდი პაკოს საკუთარ თავზე მე თვითონ მეცინება 🙂 არ იყო ის რაც  ხდება ჩვენთან

ნათლობის ბოლოს შემოიტანეს კამფეტებით სავსე დიდი კალათა და იქ მყოფთ დაურიგეს ყველას, ეკლესიდან გამოსვლისას კი თავზე გადმოგვაყარეს 🙂

ამის შემდეგ ყველანი წავედით რესტორანში სადაც სადილი იყო შეკვეთილი ყველასთვის ინდივიდუალურად შედგენილი მენიუთი. როგორც წესი, ყველა სტუმარს ურეკავენ და ეკითხებიან რა უნდათ, რა შეუკვეთონ მისთვის სადილზე. ძირითადად ეს ეხება მეორეს, თევზეული გინდა თუ ხორცეული, აქ  ხორცს სხვადასხვანაირად წვავენ და  სახელებიც ამის მიხედვით განსხვავდება

სუფრაზე ჭურჭლის, წყლის, ერთი ბოთლი ღვინისა და ყველასთვის განკუთვნილი თითო ნაჭერი პურის მეტი არაფერი დევს, კერძები პირველი, მეორე, მესამის პრინციპით მოაქვთ. პირველი დამთავრდება წაიღებენ მეორე მოაქვთ და ა.შ.

ალბათ მიხვდით, ჩვენთან ნათლობის სუფრასა და ამათ სუფრას შორის რა განსხვავებაცაა, მაგრამ არის კიდევ ერთი, რამაც მე გამაოცა… როდესაც სადილი დაიწყო ვისაც უნდოდა ღვინო იმას დაუსხეს და ყველამ თავისთვის თქვა ჩვენ გაგვიმარჯოსო, ან შენ გაგიმარჯოსო 🙂 ჩემდა გასაოცრად არავინ ადღიგრძელა ახალმონათლული 🙂 ეს ძალიან არ მომეწონა !

სადილი დამთავრდა , ტორტიც გაიჭრა, დაიწყო საჩუქრების გახსნა 🙂 შემდეგ კი ყველა თავის სახლში წავიდა :)))))

ხო, მართლა კიდევ ერთი ძაალიან ლამაზი ჟესტი 🙂 პატარასთვის განკუთვნილი საჩუქრების გახსნის შემდეგ, იქ მყოფ სტუმრებს, ჩვენც გადმოგვცეს პატარა საჩუქრები სუვენირების სახით 🙂

1.ლამაზად შეფუთული კალათი ტკბილეულით სავსე 🙂 რომლის სურათი სამწუხაროდ არ მაქვს 😦 ლუკამ იმ საღამოსვე მოუღო ბოლო 😀

2. პატარას სურათი ცისფერ ჩარჩოში ჩასმული, რომელზეც მისი სახელი და დაბადების რიცხვია გამოსახული;

3. და ბოლოს, რაღაც სასმელი, რომლის ბოთლსაც მისი სურათი ამშვენებს 🙂

მოკლედ, სულ ეს იყო… ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი დღე  პატარა YERAI-ს ცხოვრებაში

Advertisements

2 comments on “პატარა YERAI-ს ნათლობა

  • ძალიან საინტერესო იყო : )
    მენიუს წინასწარ შედგენა რა მაგარია, მაგრამ თან რა თავის ტკივილიც იქნება, ცალ-ცალკე მოერგო ვის რა უნდა 🙂

  • კომენტარის დატოვება

    Fill in your details below or click an icon to log in:

    WordPress.com Logo

    You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

    Twitter picture

    You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

    Facebook photo

    You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

    Google+ photo

    You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

    Connecting to %s

    %d bloggers like this: