♥ Daily Life ♥

All posts in the ♥ Daily Life ♥ category

პატარა YERAI-ს ნათლობა

Published მარტი 9, 2014 by Ni...

YERAI სამი თვის პატარა ესპანელი ბიჭია, რომელიც ამ შაბათს კათოლიკური წესით მოინათლა 🙂

Изображение 019

მისი მშობლები ჩემი და პაკოს მეგობრები არიან და ამიტომ ნათლობაში ჩვენც საპატიო სტუმართა სიაში ვიყავით.

Изображение 017

Изображение 018

Изображение 021

Изображение 027

კათოლიკური წესით მონათვლას ადრე არასდროს დავსწრებივარ, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვფიქრობ, თქვენთვისაც ასევე იქნება 🙂  თუმცა ერთი რამ ძალიან მაწუხებს : არ ვიცი, ჩემთვის როგორც მართლმადიდებელისთვის შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, რადგან ვიცი რომ, შემიძლია ისე შესვლა ტაძარში, მაგრამ მესაზე დასწრების, მოსმენისა და მასში მონაწილეობის მიღების უფლება არ მაქვს… თუ ვინმემ იცით რამე ამის შესახებ ჩემი თხოვნაა მითხრათ…

Изображение 011

მოკლედ განვაგრძოდ… 🙂

ეკლესიაში დაბარებულები 2 ის ნახევარზე ვიყავით. როგორც წესი, მსგავსი ნათლობის, ქორწილისა თუ სხვა სადღესასწაულო აღნიშვნის შესახებ სტუმრებმა მინიმუმ რამდენიმე კვირით ადრე იციან (ეს ფაქტი მე ძალიან მომწონს, რადგან სტუმარს მოსამზადებლად საკმარისი დრო აქვს)

ეკლესიაში შესულებს თეთრებში ჩაცმული მამაო დაგვხვდა. მან ბავშვი თავის მშობლებთან ერთად ამბიონზე აიყვანა, ამბიონი ჩვენთან რომ წარმოვიდგინოთ, აქ არ ვიცი რა ქვია ნამდვილად და მშობლებს ჰკითხა რა იყო ნათლობის არსი, საერთოდ ღმერთზე რა იცოდნენ და ა.შ.

მათი პასუხის შემდეგ ყველას მოგვიბრუნდა და დაიწყო ამ კითხვების შესახებ საუბარი. ეს დაახლოებით 15 წუთში დამთავრდა და ყველამ გადავინაცვლეთ უშუალოდ ნათლობის ადგილთან, სადაც სანთელი აანთო, მამაო ჩვენო წაიკითხა და ბავშვს თავზე ცოტა წყალი გადაასხა .

დამთავრდა ? ისე გაოცებული ვუყურებდი პაკოს საკუთარ თავზე მე თვითონ მეცინება 🙂 არ იყო ის რაც  ხდება ჩვენთან

ნათლობის ბოლოს შემოიტანეს კამფეტებით სავსე დიდი კალათა და იქ მყოფთ დაურიგეს ყველას, ეკლესიდან გამოსვლისას კი თავზე გადმოგვაყარეს 🙂

ამის შემდეგ ყველანი წავედით რესტორანში სადაც სადილი იყო შეკვეთილი ყველასთვის ინდივიდუალურად შედგენილი მენიუთი. როგორც წესი, ყველა სტუმარს ურეკავენ და ეკითხებიან რა უნდათ, რა შეუკვეთონ მისთვის სადილზე. ძირითადად ეს ეხება მეორეს, თევზეული გინდა თუ ხორცეული, აქ  ხორცს სხვადასხვანაირად წვავენ და  სახელებიც ამის მიხედვით განსხვავდება

სუფრაზე ჭურჭლის, წყლის, ერთი ბოთლი ღვინისა და ყველასთვის განკუთვნილი თითო ნაჭერი პურის მეტი არაფერი დევს, კერძები პირველი, მეორე, მესამის პრინციპით მოაქვთ. პირველი დამთავრდება წაიღებენ მეორე მოაქვთ და ა.შ.

ალბათ მიხვდით, ჩვენთან ნათლობის სუფრასა და ამათ სუფრას შორის რა განსხვავებაცაა, მაგრამ არის კიდევ ერთი, რამაც მე გამაოცა… როდესაც სადილი დაიწყო ვისაც უნდოდა ღვინო იმას დაუსხეს და ყველამ თავისთვის თქვა ჩვენ გაგვიმარჯოსო, ან შენ გაგიმარჯოსო 🙂 ჩემდა გასაოცრად არავინ ადღიგრძელა ახალმონათლული 🙂 ეს ძალიან არ მომეწონა !

სადილი დამთავრდა , ტორტიც გაიჭრა, დაიწყო საჩუქრების გახსნა 🙂 შემდეგ კი ყველა თავის სახლში წავიდა :)))))

ხო, მართლა კიდევ ერთი ძაალიან ლამაზი ჟესტი 🙂 პატარასთვის განკუთვნილი საჩუქრების გახსნის შემდეგ, იქ მყოფ სტუმრებს, ჩვენც გადმოგვცეს პატარა საჩუქრები სუვენირების სახით 🙂

1.ლამაზად შეფუთული კალათი ტკბილეულით სავსე 🙂 რომლის სურათი სამწუხაროდ არ მაქვს 😦 ლუკამ იმ საღამოსვე მოუღო ბოლო 😀

2. პატარას სურათი ცისფერ ჩარჩოში ჩასმული, რომელზეც მისი სახელი და დაბადების რიცხვია გამოსახული;

3. და ბოლოს, რაღაც სასმელი, რომლის ბოთლსაც მისი სურათი ამშვენებს 🙂

მოკლედ, სულ ეს იყო… ძალიან ლამაზი და მნიშვნელოვანი დღე  პატარა YERAI-ს ცხოვრებაში

გილოცააავთ

Published იანვარი 1, 2014 by Ni...

გილოცავთ ახალ წელს ჩემო ძვირფასებო :* ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მთელი გულითა და სულით ❤

ჩემთვის ახალი წელი განსაკუთრებით საყვარელია

❤ ❤ ❤

რასაკვირველია, ჩემი ლუკაჩოც უერთდება ამ მოლოცვას

IMG_4958

ბოლოს კი ჩემი დანაპირები წინა პოსტიდან :)))))

ძალიან შევეცადე და აი, ასეთი გამომივიდა

IMG_4951

IMG_4945

თოვლის ბაბუებიც აქვეა :)))

თოვლის ბაბუებთან დაკავშირებით ერთი რჩევა მინდა მოგცეთ, რაც გამოცდილებიდან მივიღე:

უკეთესია გავაკეთოთ 31-ში საღამოს, რადგანაც შავი წიწაკისგან კვერცხი შავდება  რაღაც დროის მერე 😦 მე 30- ში გავაკეთე და ამიტომ გაშავდა და მწვანილიც დაჭკნა :DDDD

მოკლედ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

🙂

საახალწლო აურზაური

Published დეკემბერი 29, 2013 by Ni...

უპირველეს ყოვლისა წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მთელი გულით და სულით 🙂

christmas-decorations-balls

აქვე მინდა აღვნისშნო, რომ სამწუხაროდ უდროობის გამო ეს ბოლო პერიოდი ძალიან მივატოვე ჩემი ბლოგი და ამისთვის ძალიან ვწუხვარ.. ლუკას უკანა დიდი კბილები ამოსდის და ძალიან ჭირვეული გახდა 😦 პლუს ამას საახალწლო სამზადისი და ა.შ. თამისაგან განსხვავებით, რომელიც შესანიშნავად ართმევს თავს ორი შვილის გაზრდას, გემრიელი  სადილების კეთებას და ამავდროულად სამსახურში სიარულს (ვამაყობ შენით თამი), მე ჯერ კიდევ ვერ შევეჩვიე დატვირთული ცხოვრების რიტმს (((

იმედი მაქვს თქვენ არ დამივიწყებთ და შემომირბენთ ხოლმე მაინც :)))))

ასე რომ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ

და გიტოვებთ ამ ლამაზ სიმღერას

p.s. ამ საახალწლოდ ვაპირებ ჩემი სუფრის ასეთი გემრიელობებით დამშვენებას 🙂 ვნახოთ რა გამომივა :))))

1471347_759042334121966_1288770433_n

1535433_780100488682817_1725152892_n

თვალი ადევნეთ ჩემს ბლოგს

https://www.facebook.com/pages/In-Pink/441616762560439

manolo blahnik

Published ოქტომბერი 12, 2013 by Ni...

img-thingრა შეიძლება იყოს იმაზე სასურველი მანდილოსნისთვის ვიდრე უძვირფასესი ფეხსაცმელი

აი ისიც

138822

manolo blahnik   – ესპანელი დიზაინერი, რომელიც ქმნის ყველასთვის საყვარელ და  სასურველ ფეხსაცმელს

Lula_Manolo_Blahnik_Margolotta_01

მისი სრული სახელი და გვარია Manuel “Manolo” Blahnik Rodríguez. დაიდაბა1942 წლის 28 ნოემბერს. დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი და 1968 წელს გადავიდა ლონდონში სადაც მუშაობდა ბუტიკში სახელად “Zapata” (ფეხსაცმელი) . როგორც ცნობილია მას ურჩიეს ფეხსაცმლის დიაინზე ემუშავა და შედეგად იგი 1962 წელს Ossie Clark-მა მიიწვია ჩვენებისთვის კოლექციის შესაქმნელად.

manolo-blahnik

ამ უკანასკნელში მიღებული თანხით კი მანოლომ შეიძინა  “Zapata” და გახსნა საკუთარი  ბუტიკი

1014174_495364913882528_589762401_n

იმედს ვიტოვებ, ერთ დღეს ასეთი მშვენიერება ჩემს კარადაშიც აღმოჩნდება

🙂

Manolo-Blahnik-Rinuccia

Manolo-Blahnik-Rinuccia-2

Manolo-Blahnik4

outlet-zapatosmanolo_blahnik_blog_tallas_grandes-2manolo-blahnik-collection-fall-winter-2013-2014_11Manolo-Blahnik-ss-2013-collection-51

paseo-madrid-L-icOVO5

54731_625x502

scarpe-manolo-blahnik

Sarah-Jessica-diseña-colección-de-calzado-Manolo-Blahnik-mpigodu

ესპანეთის პრინცთან და პრინცესასთან ერთად

U220080

https://www.facebook.com/ManoloBlahnikOfficial

მუდამ ლამაზები, მოვლილები და ჯანმრთელები

Published ოქტომბერი 8, 2013 by Ni...

tumblr_lu7haeMix21qha05no1_1280

Marilyn-2

ასე როგორ უვლიან თავს?  როგორ ინარჩუნებენ ახალგაზრდობას? გაოცებული ვკითხულობდი, როდესაც პირველად დავინახე ქუჩაში  მოსეირნე ორი  ქალბატონი. ისეთი ელეგანტურები –  თმები ლამაზად დავარცხნილი, მაკიაჟი, ლამაზ კაბებში და შუბებში გამოწყობილები.  ჩემთვის, რომ გეკითხათ ასე 60 წლისები იქნებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში 90 -85-ზე ნაკლები არცერთი არ აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ ხომ ჩემი გაოცება 😀

Madrid-street

როგორც შემდეგ გავარკვიე, თავის მოვლის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, ძირითადი და მთავარი მათთვის აღმოჩნდა სწორი-ჯანსაღი კვება, ძილი და დასვენება. აქ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.  არ გეგონოთ თითქოს ზარმაცი ხალხია და მთელ თავის ცხოვრებას გართობაში ატარებდნენ, პირიქით მუშაობენ გულმოდგინეთ, მაგრამ სამუშაო საათებში!

პრინციპში განსაკუთრებული საიდუმლოებები არ გააჩნიათ

კვება

Vibrant Produce

ჯანსაღ კვებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებაში. ძირითადად 4-ჯერ მიირთმევენ :

საუზმე:

desayuno-continental

აუცილებლად 1 ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი –  ( C -ვიტამინი იმუნიტეტის ასამაღლებლად)

ფინჯანი რძიანი ყავა კრუასანთნ ერთად

სადილი:

traditionalEnglishRoastBeefDinner

სადილი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია,  რომელიც ძირითადად 2 ან  3  საათზე აქვთ.

მისი შემაგენელი ნაწილი კი აუცილებლად არის პირველი ბოსტნეული, მეორე ხორცი ან თევზი და მესამე დესერტი – ყავა ან იოგურტი ან ხილი.

სამხარზე მსუბუქად და ვახშამზეც მცირე ულუფა..

როგორც ვხედავთ სადილს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს მთავარია. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებენ სადილს. მე მაგალითად ხშირად გადამიტარებია შოკოლადზე, მაგრამ აქ არა. მარტო ერთი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს სახლში სადილი იქ ყოველდღე ახალი კეთდება მცირე რაოდენობით, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი;

რას მიირთმევენ ყველაზე ხშირად?

ბევრი რძე, კვერცხი, ყველი, ძალიან ბევრი ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, ზღვის პროდუქტები და მჭლე ხორცი.

რაც შეეხება დასვენებას და ძილს…

080407160748-large

მინდა ხაზი გავუსვა სამუშაო დღეებში შესვენებას. ყოველ სამუშო დღეს 2 საათიდან 4 -5 საათამდე არის ოფიციალური შესვენება. ამ პერიოდში ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება ისვენებს. ეს ეხება სავაჭრო ობიექტებსაც (ნუ რასაკვირველია, გამონაკლისები ყველგანაა ) ხოლო კვირა დღეს აბსოლიტურად ყველაფერი დაკეტილია  ბარების გარდა.

ორშაბათიდან პარასკევამდე გულმოდგინედ მუშაობენ, პარასკევს საღამოს კი უმრავლესობა (ასაკის შეუზღუდავად) გასართობად გადის ბარში.  ხშირად დაინახავთ სილამაზის სალონიდან გამოსულ  ძვირფას სამოსსა და სამკაულებში გამოპრანჭულ მოხუცებს, რომლებიც დაქალებთან ერთად ბარში მიდიან ბანქოს სათამაშოდ ან უბრალოდ ყავის დასალევად და საჭორაოდ 🙂 დროს მხიარულად და ლაღად ატარებენ…

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თავის მოვლის ის უამრავი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც მსოფლიოში არსებობს და მათ აუცილებლად იყენებენ ჩვენი ქალბატონები. მაკიაჟის გარეშე გარეთ გასულ მანდილოსანს აქ ძალიან იშვიათად შეხვდებით 🙂

ამრიგად, დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების წესად და ვიცხოვროდ დიდხანს

ამ პოსტის დაწერა ანოს ბლოგზე წაკითხული პოსტიდან გამომდინარე გადავწყვიტე მადლობა მას!

sweet saturday

Published ოქტომბერი 2, 2013 by Ni...

“აუ ხვალ ორშაბათია 😦 ” , “ორშაბათი მძიმე დღეა 😦 “, “აუ წინ მთელი კვირაა 😦 “<— ეს სიტუაცია ვიცნ მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის კარგად ნაცნობია…

შესაბამისად, შაბათ-კვირის მოსვლა ყველა ოჯახში უხარიათ. ყველანი ერთად ვიკრიბებით, კარგ ამინდებში დავდივართ პიკნიკებზე, ვსეირნობთ, ერთად ვსადილობთ… მოკლედ დროს ერთად ტკბილად და თბილად ვატარებთ

ჩემთან ყველას ძალიან უყვარს ბლინები 🙂 და ამიტომ თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ.

რამდენიმე დღის წინ რატატუის ბლოგზე (დიდი მადლობა მას) აღმოვაჩინე ფენქეიქების ძალიან კარგი რეცეპტი

შაბათ დილას კი ცხობას შევუდექი :)))

წარმოიდგინეთ ისეთი გემრიელი და საყვარლები გამოვიდა, რომ სურათის გადაღებაც კი ვერ მოვასწარი 😀

რატომ? ცხობის პარალელურად თითოეულ ბლინს ვუსვამთ ნუთელას და ვაწყობთ ერთანეთზე

1378336_677304455613621_307760321_n

ი ასე

ხოოდა სანამ მე ერთს წავუსვი, მეორე დავადე და მესამის გამოსაცხობად მივტრიალდე წინა ორი თეფშიდან მომენტალურად გაქრა :D:D:D::D:D::D ასე რომ … ფოტოების გარეშე დავრჩი 😀

ცადეთ თქვენც და ვიქენდი ტკბილად გაატარეთ

ისიამოვნეთ თქვენივე ნახელავით

🙂

%d bloggers like this: