მუდამ ლამაზები, მოვლილები და ჯანმრთელები

Published ოქტომბერი 8, 2013 by Ni...

tumblr_lu7haeMix21qha05no1_1280

Marilyn-2

ასე როგორ უვლიან თავს?  როგორ ინარჩუნებენ ახალგაზრდობას? გაოცებული ვკითხულობდი, როდესაც პირველად დავინახე ქუჩაში  მოსეირნე ორი  ქალბატონი. ისეთი ელეგანტურები –  თმები ლამაზად დავარცხნილი, მაკიაჟი, ლამაზ კაბებში და შუბებში გამოწყობილები.  ჩემთვის, რომ გეკითხათ ასე 60 წლისები იქნებოდნენ, მაგრამ სინამდვილეში 90 -85-ზე ნაკლები არცერთი არ აღმოჩნდა. წარმოგიდგენიათ ხომ ჩემი გაოცება 😀

Madrid-street

როგორც შემდეგ გავარკვიე, თავის მოვლის სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, ძირითადი და მთავარი მათთვის აღმოჩნდა სწორი-ჯანსაღი კვება, ძილი და დასვენება. აქ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.  არ გეგონოთ თითქოს ზარმაცი ხალხია და მთელ თავის ცხოვრებას გართობაში ატარებდნენ, პირიქით მუშაობენ გულმოდგინეთ, მაგრამ სამუშაო საათებში!

პრინციპში განსაკუთრებული საიდუმლოებები არ გააჩნიათ

კვება

Vibrant Produce

ჯანსაღ კვებას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ცხოვრებაში. ძირითადად 4-ჯერ მიირთმევენ :

საუზმე:

desayuno-continental

აუცილებლად 1 ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი –  ( C -ვიტამინი იმუნიტეტის ასამაღლებლად)

ფინჯანი რძიანი ყავა კრუასანთნ ერთად

სადილი:

traditionalEnglishRoastBeefDinner

სადილი ყველაზე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია,  რომელიც ძირითადად 2 ან  3  საათზე აქვთ.

მისი შემაგენელი ნაწილი კი აუცილებლად არის პირველი ბოსტნეული, მეორე ხორცი ან თევზი და მესამე დესერტი – ყავა ან იოგურტი ან ხილი.

სამხარზე მსუბუქად და ვახშამზეც მცირე ულუფა..

როგორც ვხედავთ სადილს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ეს მთავარია. არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვებენ სადილს. მე მაგალითად ხშირად გადამიტარებია შოკოლადზე, მაგრამ აქ არა. მარტო ერთი ადამიანიც რომ ცხოვრობდეს სახლში სადილი იქ ყოველდღე ახალი კეთდება მცირე რაოდენობით, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილი;

რას მიირთმევენ ყველაზე ხშირად?

ბევრი რძე, კვერცხი, ყველი, ძალიან ბევრი ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, ზღვის პროდუქტები და მჭლე ხორცი.

რაც შეეხება დასვენებას და ძილს…

080407160748-large

მინდა ხაზი გავუსვა სამუშაო დღეებში შესვენებას. ყოველ სამუშო დღეს 2 საათიდან 4 -5 საათამდე არის ოფიციალური შესვენება. ამ პერიოდში ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულება ისვენებს. ეს ეხება სავაჭრო ობიექტებსაც (ნუ რასაკვირველია, გამონაკლისები ყველგანაა ) ხოლო კვირა დღეს აბსოლიტურად ყველაფერი დაკეტილია  ბარების გარდა.

ორშაბათიდან პარასკევამდე გულმოდგინედ მუშაობენ, პარასკევს საღამოს კი უმრავლესობა (ასაკის შეუზღუდავად) გასართობად გადის ბარში.  ხშირად დაინახავთ სილამაზის სალონიდან გამოსულ  ძვირფას სამოსსა და სამკაულებში გამოპრანჭულ მოხუცებს, რომლებიც დაქალებთან ერთად ბარში მიდიან ბანქოს სათამაშოდ ან უბრალოდ ყავის დასალევად და საჭორაოდ 🙂 დროს მხიარულად და ლაღად ატარებენ…

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს თავის მოვლის ის უამრავი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც მსოფლიოში არსებობს და მათ აუცილებლად იყენებენ ჩვენი ქალბატონები. მაკიაჟის გარეშე გარეთ გასულ მანდილოსანს აქ ძალიან იშვიათად შეხვდებით 🙂

ამრიგად, დავნერგოთ ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი ცხოვრების წესად და ვიცხოვროდ დიდხანს

ამ პოსტის დაწერა ანოს ბლოგზე წაკითხული პოსტიდან გამომდინარე გადავწყვიტე მადლობა მას!

Advertisements

sweet saturday

Published ოქტომბერი 2, 2013 by Ni...

“აუ ხვალ ორშაბათია 😦 ” , “ორშაბათი მძიმე დღეა 😦 “, “აუ წინ მთელი კვირაა 😦 “<— ეს სიტუაცია ვიცნ მუშაობს, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის კარგად ნაცნობია…

შესაბამისად, შაბათ-კვირის მოსვლა ყველა ოჯახში უხარიათ. ყველანი ერთად ვიკრიბებით, კარგ ამინდებში დავდივართ პიკნიკებზე, ვსეირნობთ, ერთად ვსადილობთ… მოკლედ დროს ერთად ტკბილად და თბილად ვატარებთ

ჩემთან ყველას ძალიან უყვარს ბლინები 🙂 და ამიტომ თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ.

რამდენიმე დღის წინ რატატუის ბლოგზე (დიდი მადლობა მას) აღმოვაჩინე ფენქეიქების ძალიან კარგი რეცეპტი

შაბათ დილას კი ცხობას შევუდექი :)))

წარმოიდგინეთ ისეთი გემრიელი და საყვარლები გამოვიდა, რომ სურათის გადაღებაც კი ვერ მოვასწარი 😀

რატომ? ცხობის პარალელურად თითოეულ ბლინს ვუსვამთ ნუთელას და ვაწყობთ ერთანეთზე

1378336_677304455613621_307760321_n

ი ასე

ხოოდა სანამ მე ერთს წავუსვი, მეორე დავადე და მესამის გამოსაცხობად მივტრიალდე წინა ორი თეფშიდან მომენტალურად გაქრა :D:D:D::D:D::D ასე რომ … ფოტოების გარეშე დავრჩი 😀

ცადეთ თქვენც და ვიქენდი ტკბილად გაატარეთ

ისიამოვნეთ თქვენივე ნახელავით

🙂

იდიოტი მშობელი თუ უბრალოდ უგუნურება

Published სექტემბერი 18, 2013 by Ni...

ეს ვიდეო რომ ვნახე ისე განვიცადე ვერ გადმოგცემთ

მსგავსი ისტორიები გაგონილი მქონა… მშობლებს ბავშვი მანკანაში დარჩათ, დაავიწყდათ და ა.შ. (როგორ შეიძლება დაგავიწყდეს  ყველაზე უსაყვარლესი და უსუსური არსება, არ მესმის, პირდაპირ მაგიჟებს) მაგრამ ამის ნახვის შემდეგ

კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს  :X

მინდა ყველამ ნახოთ ეს ვიდეო და მსგავსი შეცდომა არავინ დაუშვას!!!

შემომიერთდით და გააზიარეთ

მაშინ როცა ჩვენ ტკბილად გვძინავს

Published სექტემბერი 9, 2013 by Ni...

ყოველ დილით ალბათ 5-6 საათიდან იწყება ქუჩებში დასუფთავების პროცესები

დადიან მანქანები ნაგვის კონტეინერების დასაცლელად, ცალკე დადიან პატარა ნაგვის ურნების დასასუფთავებლად, რომლებიც ერთ პატარა ქუჩაზე 3 ან 4 შეგხვდებათ

IMG_4627

IMG_4628

რეცხავენ არა მარტო ცენტრალურ ადგილებს, არამედ აბსოლიტურად ყველა ქუჩას

IMG_4624

ყველა ტროტუარს

IMG_4626

მახსოვს ზამთარში დილით ადრე გამაღვიძეს, ნახე თოვლი მოვიდაო, თორემ უკვე 9-10 საათზე ტოვლის ნასახიჩ აღარ იყო ჩემს ქუჩაზე. რა იფიქრეთ მზემ დაადნო??? ააარა 😉 თოვლი მაშინვე დაყრილმა მარილმა შეიწირა 😦

 

happy B-day to me

Published აგვისტო 19, 2013 by Ni...

wedding pink cupcakes

19 აგვისტოს 25 წელი შემისრულდა 🙂 მმმ… რა დიდი გოგო ვარ 😀

ეს იყო ჩემი პირველი დაბადების დღე, როცა დედიკომ ტელეფონით მომილოცა და არ იყო ჩემს გვერდით 😦 სამაგიეროდ, ეს თარიღი ავღნიშნე ახალ ოჯახში ჩემს საყვარელ შვილთან და მეუღლესთან ერთად ❤

საუკეთესო განწყობისთვის :)

Published ივნისი 24, 2013 by Ni...

დილა მშვიდობისა

ენერგიისა და საუკეთესო განწყობის შესაქმნელად მოვუსმინოთ მიკას

შეგიძლიათ თავადაც იმღეროთ

%d bloggers like this: